09:02 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 15:14:24, 2432 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი კიევშია - „თუ დოკუმენტს არ მომცემენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავ“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დედაქალაქში იმყოფება. შესაბამის ვიდეოს ექს გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

სააკაშვილთან ერთად კიევსი მისი თანამოაზრეები იმყოფებიან. ყოფილი პრეზიდენტი ბრიფინგს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მართავს ბრიფინგს.

"თუ ისინი დოკუმენტს არ მომცემენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავ. არაფრის მეშინია და ბრძოლას გავაგრძელებ. პოროშენკოსთან პირადი კონფლიქტი არ მაქვს. მთავარი პრობლემა ოლიგარქებს უკავშირდება, რომელთაც ქვეყანა გაანადგურეს. ხალხისთვის ვიბრძვი. წარმოიდგინეთ, ჩემს გვერდით არიან დეპუტატები და მსოფლიო ლიდერები, თუ მე ასე მექცევიან, ჩვეულებრივ მოქალაქეებს როგორ მოექცევიან", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ხვალ ის დნეპრში გაემგზავრება და დასძინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კონტრაქციისთვის ემზადება.

გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევს დღეს სარამოს დატოვებს.

"უკრაინის ცენტრში, ჩერკასის ოლქში დავბინავდები და იქიდან გავაგრძელებ ქვეყნის რეგიონებში ვიზიტს", - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინაში ტურნე მოაწყო და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ჩავიდა, სადაც მხარდამჭერებს ხვდებოდა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics