22:07 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 13:51:08, 2092 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო სირილ მიულერს, რომლის თვალწინ ჩვენ ქვეყნის რეფორმები განვითარდა

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობისა და მეგობრობის 25 წლისთავს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში რეფორმები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თვალწინ განვითარდა.

„მინდა პერსონალურადაც გადავუხადო დიდი მადლობა ბატონ მიულერს. ის მონაწილეობდა პირველ შეხვედრაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის, რომელიც 1990-იან წლების დასაწყისში ვაშინგტონში საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელს ედუარდ შევარდნაძესა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შორის გაიმართა. ეს ადამიანი, რომლის თვალწინ საქართველოში რეფორმები განვითარდა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კარგად იცნობს საქართველოს და არის მისი რეალური მატიანე.

„როგორც ბატონი მიულერი ჰყვება, 1993 წელს ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობდა თანამეგობრობისთვის გასაგზავნი წერილის მოსამზადებლად, რომ საქართველოს დახმარებოდნენ," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics