11:46 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 02:20:32, 4619 ნახვა

High - Tech
Apple-მა iPhone-ის სამი ახალი ვერსია წარადგინა (ვიდეო)

Apple-მა iPhone-ის სამი ახალი ვერსია წარადგინა, - ამის შესახებ BBC  იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პრემიუმ ვერსია iPhone X-ს სახელით იქნება ცნობილი.  საიუბილეო iPhone გაყიდვაში 3 ნოემბრიდან შევა. 

როგორც სმარტფონის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, IPhone X- ის პრემიუმ ვერსიის კორპუსი მინისგან არის დამზადებული. ახალ „სმარტფონს“ უფრო ძლიერი, A11 პროცესორი და 5.8 დიუმიანი ეკრანი აქვს, რომლის გადაღებაც 1125 პიქსელით 2436-ს შეადგენს. მას 12 მეგაპიქსელიანი კამერა და ორმაგი ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს. 

iPhone- ის ახალ მოდელს თითის ანაბეჭდის სკანერიც აქვს, როგორც ეს ძველ მოდელებზე იყო. გარდა ამისა, ახალ "სმარტფონს" აქვს სახის სკანერიც, რომლის მეშვეობით მფლობელი ტელეფონს ბლოკს მოხსნის. ტელეფონს არ აქვს Home ღილაკი, კერძოდ კი, ის ძველი მოდელებისგან განსხვავებით სენსორულია. iPhone X-ს, უკაბელო დატენვის ფუნქციაც აქვს. მისი ღირებულება აშშ-ში 999 დოლარიდან დაიწყება.წინასწარი შეკვეთა 27 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. 

რაც შეეხება დანარჩენ ორ მოდელს Appl-მა iPhone 8 და iPhone 8 Plus წარადგინა. ორივე ახალი მოდელი ასევე მინის კორპუსისგან შედგება. ეკრანის დიაგონალი 4.7 ინჩი იქნება. IPhone 8- ის ღირებულება 699 აშშ დოლარი იქნება, რომლის მოდელი 64 გბ-ს შეადგენს. Plus-ის ვერსია $ 799 ეღირება. iPhone 8 წარმოდგენილი იქნება სამ ფერში - შავი, რუხი და ოქროსფერი.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება
პაპუაშვილი - არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics