21:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-24 01:49:22, 666 ნახვა

BIAFF 2017 - ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა - დოკუმენტური და მხატვრული ფილმების სექცია

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2017 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის.  ბათუმის კინოფესტივალი  ტარდება  2017 წლის 17-24 სექტემბერს.  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია -  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში  ნაჩვენები იქნება 10 ფილმი:

1. პატიოსანი კაცი, მოჰამად რასულოფ, ირანი, 2017, 117 წთ.  

2. ჩიტები მღერიან კიგალიში, იოანა კრაუზე, ქშიშტფ კრაუზე, პოლონეთი, 2017, 113 წთ.

3. Claire Obscure, იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016, 100 წთ.

4. დედე, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ.   

5. ნაზი არსება,  სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ.

6. როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი მოხუცებულთა თავშესაფარში, ალექსადნრე ჰანტი, რუსეთი, 2017, 90 წთ.

7. იუპიტერის მთვარე,  კორნელ მუნდრუზო, უნგრეთი/გერმანია, 2017,  123 წთ.

8. მეტი, ონურ საილაკ, თურქეთი, 2017,  115 წთ.

9. წვეულება, სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ.     

10. აფრენა, ეჰსან აბდიპოური, ირანი, 2017    

მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციები -  საუკეთესი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი ირანელი კინორეჟისორი - მოჰსენ მახმალბაფი.

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 9 ფილმი:

  1. აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016; 94 წთ.
  2. ბურმის მოთხრობების კრებული, პიტერ ლომ, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017, 81 წთ.
  3. აჩრდილების ქალაქი, მეთიუ ჰეინმან, აშშ, 2017, 90 წთ.
  4. მზის ქალაქი, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ.
  5. დიქსი ლენდი, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016, 60 წთ.
  6. თავისუფლების დღე, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.
  7. ჩემი გარეუბნის ისტორია, იუნუს კურკუტ, თურქეთი, 2017
  8. ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ალბანეთი/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ.
  9. ცოცხლად დარჩენის მეთოდი,  არნო ჰაგერს/ერიკ ლიეშუტ, რეინერ ვან ბრუმელენ, ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ.

 

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციები -  საუკეთესი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი - ალექსანდრე რეხვიაშვილი.

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები -  კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო  “Wyndham” კონფერენს დარბაზი,  კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე    

კინოფესტივალზე დასწრება - კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.  კინოთეატრ „აპოლოში“  ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა - ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) - სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით  - http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”

კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო“,   British Council,  Goethe Institute Georgia, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია,  რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  ბათუმი ტვ,  ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

(NS)

 

 

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org;  ტელ: 599-482181б 597-998272

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics