20:37 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 07:48:21, 2091 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის მოსამართლეობის 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით, გასაუბრებები 26 აგვისტოს გაიმართება

26 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები გაიმართება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

კონკურსი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის მიზნით 2017 წლის 26 ივლისს გამოცხადდა. კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსდა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.justice.gov.ge/UsefulInformation/CareerDetail/152), საჯარო სამსახურის ბიუროსა (https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44342?active=1) და ვაკანსიების საიტებზე (http://www.jobs.ge/147777/). ამას გარდა, კონკურსის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საუკეთესო კანდიდატების შერჩევის მიზნით, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ვაკანსიების შესახებ ინფორმაციები დაეგზავნათ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და  საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებს, რომელთა უმრავლესობამაც განათავსა ინფორმაცია ვებგვერდებზე ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაუგზავნა დაინტერესებულ თანამშრომლებს.

კანდიდატთა შერჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 ივლისის №362 დადგენილებით „2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ" (https://matsne.gov.ge/ka/document/view/3757166), აგრეთვე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის №93 დადგენილებით „2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ" (https://matsne.gov.ge/ka/document/view/3586117).

მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, კანდიდატი

 სრულყოფილად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას; კარგად უნდა ფლობდეს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული; ცოდნის, მინიმუმ, B1 დონე ევროპული სტანდარტით); სრულყოფილად უნდა ფლობდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და უნდა ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება;

 სრულყოფილად უნდა ფლობდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს  კანონმდებლობას;

უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნე;

 უნდა  ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

 უნდა ჰქონდეს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.

"ამასთან, ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის დასკვნაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 25 ივლისს მიიღო, ნათქვამია, რომ ლადო ჭანტურიას კანდიდატურა სრულად შეესაბამება ევროკონვენციის მოთხოვნებს, დანარჩენი ორი კანდიდატის შესახებ კი აღნიშნულია, რომ, იმ ახალი წესებისა და რთული მექანიზმის გათვალისწინებით, რაც სტრასბურგის ორგანოებმა მოსამართლეობის კანდიდატებს 2009 წლიდან დაუწესეს, „ფასდება არა მხოლოდ ის, თუ რამდენად კარგი განათლება აქვს კანდიდატს ადამიანის უფლებათა სამართალში ან გამოცდილება - როგორც მოსამართლეს, არამედ მოცემული პროფესიული გამოცდილების ხანგრძლივობა, რაც გარკვეულწილად დამოკიდებული ასაკზეც, ამ გამოცდილების სიღრმე და მასშტაბი". როგორც საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა წერილშია აღნიშნული, გამოცდილების სიღრმესა და მასშტაბში საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში მუშაობის გამოცდილებაა ნაგულისხმევი. შესაბამისად, დასკვნაში პირდაპირ არის ხაზი გასმული მეორე კანდიდატის „ახალგაზრდა ასაკსა" (35 წლის) და აქედან გამომდინარე შედარებით ხანმოკლე სამოსამართლო კარიერაზე (6,5 წელი); ხოლო მესამე კანდიდატთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ, მიუხედავად მისი კარგი ცოდნისა ადამიანის უფლებების სფეროში, მიუხედავად მისი „ღირებული პროფესიული გამოცდილებისა", ამ ეტაპზე მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი საკმარისად მაღალი და საკმარისი ხანგრძლივობის არ არის.  

ამრიგად, იმისათვის, რომ საქართველოდან წარგზავნილი კანდიდატი აკმაყოფილებდეს ევროპის საბჭოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს, აუცილებელია, ის იყოს მოწიფული ასაკის და ჰქონდეს ხანგრძლივი სამოსამართლო გამოცდილება არანაკლებ 6 წლისა, მათ შორის, საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოში",-აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

უწყების  ცნობითვე, დღეისათვის კონკურსში მონაწილეობის სურვილი 26 კანდიდატმა გამოთქვა, მათგან მხოლოდ 19-ია იურისტი. საკონკურსო განაცხადების მიღება ხვალ, 24 აგვისტოს, 00.00 სთ-ზე დასრულდება, რის შემდეგაც  კომისია განიხილავს კონკურსში მონაწილე კანდიდატების განაცხადებს და მათ, ვინც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, 26 აგვისტოს გასაუბრებაზე დაიბარებს.

 

 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics