21:45 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 04:31:49, 1251 ნახვა

სამხედრო
GDRP-ის განხორციელების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას შორის, ურთიერთგაგების მომემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის მხრიდან ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5/8 დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევიდ ალვინმა მოაწერეს.

ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მემორანდუმი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერებას ითვალისწინებს, განსაკუთრებით კი წვრთნების მიმართულებით: „ ამერიკელ კოლეგებთან ერთად მომავალი სამი წლის განმავლობაში ჩვენი ცხრა ბატალიონის დაკომპლექტებას, აღჭურვასა და მუდმივ წვრთნებს ვგეგმავთ, რათა თავდაცვითი შესაძლებლობები გაიზარდოს და საქართველო მომავალში უფრო უსაფრთხო ქვეყანა გახდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ. 

GDRP საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. 

მემორანდუმის ხელმოწერამდე გენერალ-მაიორ დევიდ ალვინს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, კობა ცირეკიძე დაესწრნენ.

(NS)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics