2017-07-27 15:44:16, 2731 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კაპანაძე: სააკაშვილის ექსტრადირების მცდელობით, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი კიდევ უფრო გაუარესდება
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას შეეცდება. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ამით ქვეყნის რეპუტაცია კიდევ უფრო დაზიანდება. „დიდი ალბათობით საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკურ დევნას და შეეცდება მოახდინოს ექსტრადირება საქართველოს მესამე პრეზიდენტის. ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება იმიტომ, რომ ის დაზიანებული რეპუტაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური დევნის შედეგად კიდევ უფრო იქნება დაზიანებული. საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ, მაგრამ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი ამ მცდელობის შედეგად კიდევ უფრო გაუარესდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. როგორც ცნობილია, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|