22:49 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 14:11:37, 2479 ნახვა

სამართალი
შსს აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს აქვეყნებს.

გამოძიების შედეგები საზოგადოებას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააცნო:

„მიმდინარე წლის 30 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, ამოღებული და დათვალიერებულია 46 ვიდეო კამერის ჩანაწერი. მათ შორის 10 ობიექტიდან, რომლებიც მდებარეობს კოლმეურნეობის მოედანზე. ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დათვალიერებული იქნა 19 კამერის ვიდეო ჩანაწერი. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე, N2-ში მდებარე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემების ობიექტის ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრი ფერის მაისურით, სავარაუდოდ, აფგან მუხთარლი, ნომერ 4 სამრშუტო მუკროავტობუსში ჯდება. გამოძიების ფარგლებში იქნა გამოკითხული N4 სამარშრუტო ავტობუსების ყველა მძღოლი - 22 მოწმე, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი მარშრუტი მოიცავს შემდეგ ტერიტორიას - მეტროსადგურ „სამასი არაგველებიდან“ კოლმეურნეობის მოედნის და ჭონქაძის ქუჩის გავლით, გოთუას ქუჩამდე და მათ 2017 წლის 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. გამოძიების მიერ ბარათაშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ გამოიკითხა ათეულობით მოწმე - ავტოსადგომის მუშაკები, ტაქსის მძღოლები, გარემოვაჭრეები და კერძო ობიექტების დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს, არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის და ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება. ამასთან, ოთხი ობიექტიდან, რომლებიც აფგან მუხთარლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ამოღებული და დათავლიერებულია 27 ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებში, მოცემულ პერიოდში აფგან მუხთარლი არ ფიქსირდება. ნიაღვრის და ჭონქაძის ქუჩებზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიებზე, გამოიკითხა 127 მოწმე, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 61 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ 2017 წლის 29 მაისს, ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში არსებულ სასაზღვრო ზოლში, რაიმე სახის ინციდენტს ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია. სისხლის სამართლის საქმეზე სულ დაკითხულია 343 მოწმე.

სასამართლო განჩინებით, შპს „მაგთიკომიდან“ გამოძიებამ გამოითხოვა 2017 წლის 25 მაისიდან, 30 მაისის ჩათვლით, აფგან მუხთარლის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ასევე ინფორმაცია ტელეფონის ე.წ. იმეი კოდებისა და მომსახურე ანძების თაობაზე. გამოძიების მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით, გაეგზავნათ შუამდგომლობა მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვისა და აფგან მუხთარლის დეტალური დაკითხვის თაობაზე, ასევე დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ.

აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და მის მცირეწლოვან შვილ დაენიშნათ დაცვის სპეციალური ღონისძიება - პირადი დაცვა, რაზეც ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა უარი.

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას ინტერესების დამცველი ადვოკატი გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მას მიეცა ამოღებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების საშუალება.  ამჟამად საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დარბევის შედეგად, ათობით აქციის მონაწილეს სასწრაფო დახმარება დასჭირდა
შსს - აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - სამინისტრომ სპეციალური საშუალებები გამოიყენა
პოლიციელები და სპეცრაზმი რუსთაველზე მოქალაქეებს ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ
პოლიცია აქციის მონაწილეების ნაწილს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლის საშუალებას არ აძლევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics