20:41 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 20:52:03, 2576 ნახვა

პოლიტიკა
10 არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს „თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებზე" ვეტოს დადებას სთხოვს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე" ვეტოს დადებას სთხოვენ. დოლიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები მოისმინა. მისი თქმით, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას,  კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 5 თვითმმართველი ქალაქის შექმნას გულისხმობს.

კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებით, მუნიციპალიტეტის რაოდენობის გაზრდამ ვერ გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების ხარისხი და ადმინისტრაციული ხარჯები გააორმაგა.

აგრეთვე განხორციელდა ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები და კოდექსის მთელ ტექსტში, ტერმინი „გამგებელი/მერი“ და „გამგეობა/მერია“ შეიცვალა ჩანაწერით „მერი“ და „მერია“.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics