20:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 00:52:10, 703 ნახვა

სპეციალური ანონსი
21 ივნისის ანონსი

10:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური საჯარო გახსნა. ღონისძიებაზე მიწვეულები არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: ევროკავშირის მიერ საქართველოდან ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტის დაშვება.
მის.: მარშალ გელოვანის გამზ. #6
საკონტაქტო პირი ნანა ჩინჩილაკაშვილი - 599 50 26 19

12:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ედიშერ ხოშტარია-ბროსეს დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილე სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, რომელშიც სეოკ-ის ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე.
მის.: მაჩაბლის ქ. #11

13:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

14:00 საათზე, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)” ოფისში, ამავე ორგანიზაციის პროექტის, FactCheck-ის მიერ წარმოდგენილი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის ბოლოდროინდელი განცხადებების სიზუსტის შეფასება.
მის: მიცკევიჩის ქ. #27
საკონტაქტო პირი გიორგი გოგუაძე - 598 55 43 84

14:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: ბოიკოტი საკონსტიტუციო ცვლილებებს.
თბილისის პარლამენტი, A კორპუსის მესამე სართული
საკონტაქტო პირი მარიამ ბაციაშვილი - 558123412

15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელ იოჰანეს ფან დერ კლაუსთან ერთად (UNHCR) საჯარო ლექციას გამართავს ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ-ის 1-ელი კორპუსი, N115 აუდიტორია 

15:00 საათზე კომპანია „ჯეოსელი“ აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ზოგადი უნარების საცდელ ტესტირებაში და გაიარონ გამოცდა გამოცდებამდე. ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება და მასში მონაწილეობა უფასოა. 
მის: მინდელის ქ. N9, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

17:00 საათზე, რუსთავის №6-ე საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე მსჯავდებულების ოჯახის წევრები აქციას გამართავენ, ლოზუნგით, „არა ძალადობას ციხეში“.
მის: ქ. რუსთავი, სოფ. მთისძირი
საკონტაქტო პირი თამარ ქათამაძე - 557 019090




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics