2017-05-29 19:15:18, 1959 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს მიერ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე გამახვილდა ყურადღება და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს მზაობა– ხელი შეუწყოს საქართველოში რეფორმების განხორციელებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღების მნიშვნელობას, რომლის თანახმად საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც მას საბოლოო წევრობისთვის მოამზადებს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი ალიანსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, მისიტერიტორიული მთლიანობისა და ნატო–ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძლიერი დემონსტრირებაა. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ნატო აგრძელებს საქართველოს, როგორც განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყნის, მხარდაჭერას. მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურიუსაფრთხოების განმტკიცებაში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს
საქსტატი - 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|