2017-05-29 16:31:27, 2256 ნახვა
სამართალი კომენტარი
მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატად მიხეილ რამიშვილი მისი რჩევით დაინიშნა
მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატად მიხეილ რამიშვილი მისი რჩევით დაინიშნა. ამასთან, მან მამალაძის პირველადი დაკითხვის პერიოდში სახელისუფლებო ზეწოლაზეც ისაუბრა: „პირველად, წინა დღეს, მამა გიორგისთან შევიდა მიტროპოლიტი ანდრია, შემდეგ მე შევედი და მომიყვა, თუ რამდენად დარღვეული იყო მისი უფლებები, თუ რამდენად ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ და აშანტაჟებდნენ დაკავების პირველი დღიდან და როგორ გაიტაცეს აეროპორტიდან და რა საშინელ ბრალდებას უყენებდნენ. პირველად ადვოკატი ვინც ესწრებოდა მის დაკითხვას, იყო უმრავლესობის წარმომადგენლის, ცნობილი სახის, ქართველი პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი, რომელმაც შემდეგ აარიდა თავი, რა თქმა უნდა, იყო სახელისუფლებო ზეწოლა. პირველადი დაკითხვის დამსწრე ადვოკატმა აარიდა თავი, რომ მას სახსრები არ გააჩნდა და სურდა, ვიღაც პრინციპული ადამიანი რომ ჰყოლოდა. ჰყავდა გიორგი ფანცულაია. პრინციპული, უანგარო ადამიანი სჭირდებოდა, ასეთი აზრად მომივიდა მიშა რამიშვილი, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა. აქ არაფერია დასამალი. მე რჩევა მივეცი, რომ თუ მიშა მას მოეწონებოდა, შევიდოდა და მე ვიქნებოდი პასუხისმგებელი, რომ მიშა ნამდვილად უღალატოდ და უანგაროდ დაუდგებოდა გვერდში. ადამიანი, რომელიც იყო გირგვლიანის ადვოკატი, წინა ხელისუფლების პერიოდში, მან დაამტკიცა თავისი პრინციპულობა, თავისი უშიშრობა და დაამტკიცა თავისი სამართლიანობა“,-განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მეუფე პეტრემ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|