14:47 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 14:20:43, 697 ნახვა

რეგიონი
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 28 მაისს კახეთში, სიღნაღის რაიონში 1000 კმ2 საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა, რისთვისაც 35 რაკეტა იქნა გასროლილი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრიდან აცნობეს, საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატების გადაადგილების გამო დამუშავება მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა.

 მათივე ინფორმაციით, მართვის ცენტრის მიერ, დღის მეორე ნახევრიდან, კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან 10 მ/წმ სიჩქარით შემომავალი ჩამოყალიბებული ფრონტალური ღრუბლის მასები დაფიქსირდა.

„კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 30-40 მმ მდე იყო. 

 სეტყვასაშიში ღრუბლების მასების დამუშავება მნიშნვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა. თუმცა ზემოქმედების შედეგად, რეგიონში შემოსული ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში შეკავება და შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება მოხერხდა“, - აცხადებენ „დელტაში“.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics