2017-05-20 16:36:53, 3108 ნახვა
კულტურა
ქართველმა მომღერალმა Salio-მ Akademia Music Awards-ის კონკურსში გაიმარჯვა
ქართველმა პოპ-მომღერალმა Salio-მ The Akademia Music Awards-ის მაისის კონკურსში გაიმარჯვა, - ამის შესახებ Sova იუწყება. მედია საშუალების ინფომრაციით, კომპოზიცია "I Know You Know Me" საუკეთესო პოპ-სიმღერად აღიარეს. მედიის ცნობით, კონკურსში გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან რადიოებში სიმღერის პერმანენტულ გაშვებას გულისხმობს. "გავიმარჯვე. 100-ზე მეტი კონკურსანტიდან მე ამირჩიეს! სიმღერა ლოს-ანჯელესში, ნიურკსა და ლონდონში, რადიოში გავა!", - წერს Salio სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, Akademia Music Award ლოს-ანჯელესში დაარსდა და მსოფლიო მასშტაბით პერსპექტიული მუსიკოსების მხარდაჭერას ემსახურება. პრემია ორიენტირებულია იმ შემსრულებლებზე, რომლებსაც მსოფლიო ბაზარზე მოხვედრა სურთ და მათი შემოქმედების პროფესიული აღიარებით არიან დაინტერესებული. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიუკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|