2017-04-23 12:29:51, 1540 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა იორმუღალოში ფისტას ნერგების დარგვაში მონაწილეობა მიიღო
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთში, იორმუღალოში ფისტას ნერგების დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფისტას ბაღების გაშენებას საქართველოში უცხოური კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“ ახორციელებს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს აგროკლიმატური პირობები ფისტას წარმოების შესაძლებლობას იძლევა. „ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი კაკლოვანი მცენარეა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ამ პროდუქტის მსხვილი მწარმოებელი და შემდეგ ეტაპზე კი ექსპორტიორი ქვეყანა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ფისტა საკვები მრეწველობის გარდა, ფართოდ მოიხმარენ ფარმაცევტულ წარმოებაში. ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ „არიკ ჯგუფი“ მემორანდუმები გააფორმა საპარტნიორო ფონდსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებას მევენახეობა-მეხილეობის, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის, მცენარეთა დაცვის სფეროებში. ასევე, სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და „არიკ ჯგუფის“ ბაზებზე მოხდება ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადება და მათ რეგულარულად ჩაუტარდებათ სემინარ-ტრენინგები. მემორანდუმის ფარგლებში ასევე მოეწყობა სადემონსტრაციო ნაკვეთი. კომპანია „არიკ ჯგუფი“ საქართველოში 2012 წლიდან ახორცილებს საინვესტიციო პროექტებს სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიის, ეკოტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებებით. კომპანიას დაგეგმილი აქვს 1000 ჰექტარზე ახალი, ადგილობრივ კლიმატზე მორგებული ფისტას პლანტაციის გაშენება. ღონისძიებაში მონაწილეობა მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა, მოხალისეებმა (Youth Voice, FLEX და სხვები), სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა და სტუდენტებმა მიიღეს. (NS) ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|