02:06 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 15:05:06, 2489 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა კომენტარი
ივლისში, ევროპის საინვესტიციო ბანკთან 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი

 „საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტის მხარდასაჭერად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. აღნიშნული ინვესტიციები მიმართული იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გასული, 2016 წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა ინვესტიციები საქართველოში და მისმა პორტფელმა 1 მლრდ ევროს მიაღწია.

 დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, ევროპის საინვესტიციო ბანკის გააქტიურება კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. აღნიშნული ბანკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა „InnovFin-ის" პროგრამაში ჩართვა, რომელიც განკუთვნილია ინოვაციური და დამწყები ბიზნესების დაფინანსებისთვის". 

ცნობისთვის, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და საინვესტიციო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics