23:49 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 16:44:24, 1901 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ ნიდერლანდების სამეფოში შეხვედრები გამართა

20 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კუნდერსს შეხვდა.

შეხვედრა ჰააგაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებული პროგრესი. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მზაობა მომავალშიც განაგრძოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა და სხვადასხვა პროექტების ხელშეწყობა როგორც სტარტეგიული კომუნიკაციის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და განათლების მიმართულებით. 

„ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, როგორიცაა რუსეთის პროვოკაციული მოქმედებები, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ანექსიის თვალსაზრისით გადადგმული. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებს მხარდაჭერისთვის როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში, რომელსაც ისინი ყოველთვის იჩენენ ევროკავშირის, ნატოს, თუ სხვა მიმართულებით და რა თქმა უნდა განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ის სექტორალური რეფორმები, რომელიც ხელს უწყობს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, ნატოსთან ურთიერთობები, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ინტეგრაციის თემები“, -განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ჰოლანდიის ახლად არჩეული პარლამენტის წევრები ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებებით დაინტერესდნენ.  ვიქტორ დოლიძემ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხოციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ჰოლანდიურ მხარეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას პარტნიორ ქვეყნებთან ევროკავშირსა და ნატოში ინტერაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების   მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა დემოკრატიისა და სარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA International) ჰააგის ოფისში. სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის მიზანია მდგრადი დემოკრატიის ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში. ვიქტორ დოლიძემ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები პროგრამების ხელმძღვანელთან სემ ვან დერ სტააკთან განიხილა.

მხარეებმა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების  განვითარებისა და გამტკიცების ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

21 აპრილს, ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჰააგის ევროპის სახლში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის ლექცია და ფოტო-გამოფენა „Georgias European way“. ღონისძიებას ჰააგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics