18:51 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 13:25:00, 1968 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აკაკი ზოიძე: ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირდაპირით

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ის პრეზიდენტის არჩევის წესსა და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე პლებისციტის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი თუ არაპირიდაპირი წესით.

„ეს ის თემებია, რომელთა თაობაზეც პლებისციტის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან საუბარია საარჩევნო წესის ნიუანსებსა და ტექნიკურ დეტალებზე. არ მგონია, რომ მოსახლეობის უმეტესობას ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდეს იმის თაობაზე, როგორია საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციური მოწყობა და როგორია - საპრეზიდენტოსი. არ მგონია, რომ ეს მიზანშეწონილი იყოს, რადგან გააჩნია, კითხვის ფორმულირება როგორი იქნება - თუ იკითხავ, ხალხო, პრეზიდენტის არჩევის უფლებას გართმევენ და ამაზე რას ფიქრობთო? - არას გეტყვიან. ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირდაპირი წესით. ადამიანებს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ადარდებთ, ისევე როგორც ის, რამდენად ეფექტური მთავრობა ეყოლებათ. ეს თითიდან გამოწოვილი პრობლემებია“, - აღნიშნა ზოიძემ. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics