2017-02-28 16:30:04, 2358 ნახვა
სამართალი
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა ჩაიშალა
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცესი ჩაიშალა. როგორც მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ #9-ე პენტიენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვის ჩაშლის მიზეზი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომაროება გახდა. „ადამიანს აქვს 35.4 სიცხე, აქვს ციება, ღებინება, რომელიც დაფიქსირებულია, აქვს დაბალი არტერიული წნევა და არის ცუდად. ამ დროს ექიმი ოთარ ტრაპაიძე ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოითხოვს აუცილებლობას, რომ გადაიდოს. ეს არის აბსურდი თავიდან ბოლომდე“, - აღნიშნა, ადვოკატმა. აღნიშნულს არ ეთანხმება პროკურორი ჯარჯი წიკლაური. მისი განცხადებით, როგორც კი ბრალდებულს კრიტიკული კითხვები დაუსვეს, მან დაკითხვაზე და გამომძიებლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამასთან, დეკანოზის ადვოკატების ინფორმაციით, ექიმმა დაცვის მხარეს უთხრა, რომ მამა გიორგი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის უმჯობესი იყო, დაკითხვა გადაედოთ, პროკურატურას კი, საპირისპირო ინფორმაცია მიაწოდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება
ჰაკერი - პარლამენტმა კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის გაუქმება უნდა განიხილოს
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ჩარკვიანი, თურაზაშვილი და წითლიძეც გააძევეს
კორძაია ომბუდსმენს - ბ-ნო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი
|
ომი უკრაინაშიუკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|