2024-04-29 12:55:29, 339 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ჩარკვიანი, თურაზაშვილი და წითლიძეც გააძევეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი და ანა წითლიძე გააძევა. მანამდე ოხანაშვილმა სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ კორძაიასა და სალომე სამადაშვილსაც დაატოვებინა. სხდომა 09:00 საათზე დაიწყო და განხილვა ხმაურის ფონზე იმართება. აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვდა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს. 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. 17 აპრილს, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ავტორი: ექსპრესნიუსი, მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო
კოლომინა - მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს
ევროსაბჭოს მდივანი - კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე, ძალიან გულდასაწყვეტია
„არ შევთანხმებულვართ“ - ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|