21:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 11:58:09, 2324 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ქართველი მამაკაცების ღამის კლუბებში შეშვებაზე კიარ ვზრუნავ, არამედ ვწუხვარ იმაზე, რომ იქ პროსტიტუციაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ვარდების მოედანზე მდებარე  ბარებში და ღამის კლუბებში კანონდარღვევებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების თაობაზე, განმარტებები გააკეთა.

პრემიერის თქმით,  მისი განცხადების  არასწორი ინტერპრეტირება  მოხდა, თითქოს ის ზრუნავს იმაზე, რომ  ღამის კლუბებში ქართველი მამაკაცები შეუშვან.

კვირიკაშვილის განცხადებით, მისთვის სამწუხარო არის ის, რომ  ვარდების მოედანზე მდებარე კლუბებში  პროსტიტუციაა და მასში  ქართველი არასრულწლოვანი გოგონები ჰყავთ ჩართული. პრემიერი ამბობს, რომ ქართველი მამაკაცები ამას არ მოითმენენ და იქ სწორედ ამიტომ არ უშვებენ:

“მოხდა არასწორი ინტერპრეტირება და აბსოლუტურად არასწორი  მიმართულებით წავიდა ის დასკვნები, რა დასკვნებიც  გამოიტანეს. შესაძლოა  მაშინვე ჯობდა მეტი განმარტების გაკეთება, მაგრამ მგონია, არც ახლაა გვიან. ღამის კლუბებში, რომლებიც ძირთადად კონცენტრირებულია ვარდების მოედნის ქვეშ, არის სამწუხარო რეალობა. ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული  ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა, მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ვინმემ ასე გაიგო.  კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა,  ჩემთვის სამწუხარო ხდება  ის, რომ ამ კლუბებში არის პროსტიტუცია, მათ შორის არასწრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეების და არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს იმ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც გვაქვს. ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შსს-ს, ასევე ამ სიტუაციის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან შესაძლოა ხდებოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა იმ მიმართულებით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ  მამრობითი სქესის ადამიანებს. 

ქართველი არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება, რაც დიდი პრობლემაა და ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის, ღირსების შეურაცხყოფა. ამიტომ, არის პრობლემატური ეს საკითხი რომ  რაც შეიძლება მალე გადაწყდეს.

არავითარ შემთხვევაში ემოციების აგორება არ უნდა მოხდეს, მაგრამ კანონმდებლობის გათვალისწინებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი.  არავითარ შემთხვევაში სტიქიურად ამ პრობლემების გადწყვეტა არ უნდა მოხდეს.  აქ საკითხი ეხება კანონდარღვევას და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. პროსტიტუცია არის კანონდარღვევა საქართველოში, ასევე იქ ხდება, ჩემი ინფორმაციით,  პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics