12:42 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 09:30:16, 329 ნახვა

მსოფლიო
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ირანის სახელმწიფო მედიასა და აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დარტყმა გასულ კვირას ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მოჰყვა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ უპასუხებდა.

„შეერთებულმა შტატებმა და ისრაელის სხვა მოკავშირეებმა ნეთანიაჰუს თავშეკავებისკენ მოუწოდეს, ირანის მიმართ ნებისმიერი შესაძლო პასუხის დროს. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ისრაელის საპასუხო დარტყმაში“, - წერს CBS News.

ირანის სახელმწიფო მედიის მიხედვით, საჰაერო თავდასხმა რამდენიმე პროვინციაში განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ყველგან ისროდა, თუმცა მიზეზს არ ასახელებენ.

შეგახსენებთ, 14 აპრილს, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. გაშვებული რაკეტების და დრონების 99 % ისრაელმა და აშშ-მა ერთობლივად ჩამოაგდეს. ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, სამედიცინო დახმარება 31-მა ადამიანს დასჭირდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო - ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას
მამუკა ხაზარაძე - სწორედ „ქართული ოცნებაა“ ომის პარტია
პარლამენტში დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები აღარ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე წითელი დონე იმოქმედებს
სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია - ოთარ შამუგია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics