10:06 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 11:47:25, 361 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები აღარ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე წითელი დონე იმოქმედებს

დღეს, 2 მაისს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები - ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება. ამის შეახებ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შენობაში მოქმედი წითელი დონე, რომლის დროსაც პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ განსაზღვრული პირებისა, 14:00 საათამდე იმოქმედებს.

პრესსამსახურის ცნობით, აღიშნულის შემდეგ მოქმედებას დაიწყებს ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.

"1-ელ მაისს, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება.

ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.

წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.

2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად",- ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარდაბანში დის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 23 წლის კაცი დააკავეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics