15:07 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 00:18:05, 361 ნახვა

სამართალი
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადების თანახმად, სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.

სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ ყველას, პარლამენტის წინ 19:00 საათზე შევიკრიბოთ
„საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის წევრები ლატვიური საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია SIGIS-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ბათუმში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს
ვაშაძე - ქართველი ხალხი საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას არასდროს დაუშვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics