21:50 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 14:32:21, 303 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ქართველი ხალხი საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას არასდროს დაუშვებს

ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას. ქართველი ხალხი ამბობს - „კი ევროკავშირს, კი საქართველოს განვითარებას, კი საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში, კი ჩვენს მეგობრებს ამერიკის და ევროპის სახით",- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არის მცდელობა, რომ საქართველო ევროპულ გზას ააცდინონ.

„ყველანი ერთად დავდგებით, ბოლომდე იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს წინ, განვითარდეს,  გახდეს ევროკავშირის წევრი. ძალა ერთობაშია, წინ ევროკავშირისკენ, წინ განვითარებისკენ, წინ ძლიერი საქართველოსკენ და წინ დიდებისკენ, რომელიც აუცილებლად ექნება ქართველ ხალხს",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატალია ყიფშიძე - სასამართლოდან დამირეკეს, 20 მაისს ჩემი პროცესია დანიშნული
ირაკლი ჩიქოვანი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთში პარაკლისს დაესწრო
ქეთა მელუა - ადამიანი, რომელსაც ქალთან ერთად მქონდა ურთიერთობა, ანტი-ჰომოფობიის დღეს დიდ პატივს ვცემ
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics