20:13 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 21:49:08, 308 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრამი მოხსნილია, შენობის კარებები ღიაა

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპროტესტო აქცია გრძელდება. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ასევე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდიბარე ტერიტორია ვიდრე "თბილისი მერიოტამდე" საპროტესტო აქციის მონაწილეებით სავსეა.

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პარლამენტის ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მობილიზება არ შეინიშნება, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან არც ჭიჭინაძისა და არც ჩიტაძის ქუჩებზე - საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან.

ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე სადაც განთავსებულია პარლამენტის საშვთა ბიურო და მთავარი შესასვლელი კარებებიც ღიაა.

ამასთან, უშვალოდ პარლამენტის შენობაში ასობით პოლიციელი იმყოფება.

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, რომ ადგილზე სხვადასხვა აქტივისტები მორიგეობენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაცია არ განახორციელონ. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტთან, სადაც კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაა დაგეგმილი, მოქალაქეები იკრიბებიან
„ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
რატი იონათამიშვილი კანონზე - ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე
კასპში 11 ქუჩა რეაბილიტირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics