17:33 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 18:37:10, 238 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი კანონზე - ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე

„მინდა მივესალმო  საქართველოს იმ 200 ათას მოქალაქეს, რომელიც გუშინ  რუსთაველზე იდგა და  გაცილებით უფრო მეტ მხარდამჭერს, ვინც იზიარებდა იმ სულისკვეთებას, რომელიც ძალიან ამაღელვებელი იყო. ფაქტობრივად, ეს ადამიანები იდგნენ ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და სუვერენიტეტის დასაცავად და სადარაჯოზე.", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

მან ოპოზიციას მიმართა, ხელისუფლების მხარდამჭერების მიმართ სიძულვილის ენას ნუ იყენებენ.

„მინდა ოპოზიციას მივმართო, ვინც საოცარი სიძულვილის ენას იჩენდა ასეულობით ათასი ქართველის მიმართ წინა დღეებში, გუშინაც და დღესაც გააგრძელეს ეს სიძულვილის ენა,  ცოტა მეტი მოკრძალებით და მოწიწებით ისაუბრეთ ამ ღირსეულ, პატრიოტ ქართველებზე, ვინაიდან მათ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ. სიძულვილი დამღუპველია  და თუ ეს აქამდე ვერ გაითვითცნობიერეთ მოგიწევთ ამ რეალობის მიღება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

რატი იონათამიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის განხილვა ასცდა ერთი კონკრეტული კანონპროექტის განხილვის პროცესს და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი  ღირებულებითი არჩევანის წყალგამყოფის დანიშნულება შეიძინა.

„ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. გუშინ, ჩვენმა საზოგადოებამ ამის ლეგიტიმაცია ცალსახად და მკაფიოდ მოგვცა და  ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის არჩევანი, ჩვენი მოსახლეობის  დაკვეთა იმიტომ, რომ  არაფერია იმაზე ღირსეული ემსახურო შენს ქვეყანას, შენს ხალხს და ამ სამსახურით გახადო შენი ქვეყანა უკეთესი. ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატება ჩვენ მოვუპოვეთ  ქვეყანას. თქვენ (ოპოზიცია) ყველა წარმატებას  უშლიდით ხელს, არაფერი გამოგივიდათ და ასე იქნებ მომავალშიც. ჩვენ მივიყვანთ ამ ქვეყანას ბოლომდე - ევროკავშირამდე ღირსებითა და სიამაყით", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ზურაბიშვილი პრეზიდენტია და არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა ის ხშირად არღვევს კონსტიტუციას
მერია - კახა კალაძემ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა
კალაძე - თქვით, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემური, ხომ შეიძლება, ვინმე დალოცვილმა ადამიანმა თქვას რაიმე არგუმენტი?!
კახა კალაძე ოპოზიციაზე - ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics