16:48 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-28 15:35:57, 315 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომელთა სპეციალიზაციის კურსი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა" ჩატარდა და 21 პროკურორს სპეციალიზებული პროკურორის, ხოლო პროკურატურის 1 გამომძიებელს სპეციალიზებული გამომძიებლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, სასწავლო კურსის ფარგლებში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის საკითხზე სპეციალურ სამუშაო სესიას საერთაშორისო ექსპერტი, ავსტრიელი მოსამართლე რენატე ვინტერი გაუძღვა.

"6-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსი ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში" მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულია პროკურატურის 300-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიან რეაგირებას ახორციელებენ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, კანონთან კონფლიქტში მყოფ, მოწმე და დაზარალებულ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოთარ შამუგია იმერეთში, დაბა კვერეთში ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში იმყოფებოდა
ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა
სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ტუსკი - ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics