23:33 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-27 16:30:10, 266 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა, ბათუმში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. შეხვედრაზე DRG-ის დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები, სტანდარტები, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალი განიხილეს. ისაუბრეს გურიისა და აჭარის რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე  სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე.

"ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, DRG დაფინანსების მოდელის კონკრეტული ხედვა წარუდგინა. მისი განცხადებით, პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მათი, მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. მიხეილ სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ საჯარო და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, დღის წესრიგში არსებულ თითოეულ საკითხზე სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

შეხვედრები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ:  ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრები. ასევე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ ხელმძღვანელი ნინო სარიშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილერი - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტებზე
საია: ადვოკატისთვის ბინაში შესვლის საშუალების აკრძალვა სისხლის სამართლის დანაშაულია
პოლიციელებმა სამხედრო ექსპერტი ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს - ვიდეო
პრეზიდენტი - ოპონენტების ცემას, დაშინებას და რეპრესიებს, ევროპასთან საერთო არაფერი აქვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics