2024-03-22 12:02:10, 534 ნახვა
High - Tech
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ Apple სმარტფონების ბაზრის მონოპოლიზებაში დაადანაშაულა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სმარტფონების ბაზრის მონოპოლიზებაში დაადანაშაულა. დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ კომპანიამ გამოიყენა კონტროლი iPhone-ზე, რათა შეეზღუდა კონკურენტებისა და მომხმარებლების შესაძლებლობები. ნიუ ჯერსის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელი Apple-ს ადანაშაულებს მოწყობილობებისა და აპლიკაციების ფუნქციონირების მიზანმიმართულ შეზღუდვაში, რამაც შეიძლება მომხმარებლები ნაკლებად დამოკიდებულნი გახადოს iPhone-ზე. კერძოდ, კომპანიამ დაბლოკა აპლიკაციები ფართო ფუნქციონირებით, ჩაახშო მობილური ღრუბლოვანი ნაკადის სერვისები, შეზღუდა მესამე მხარის ციფრული საფულეები და შეზღუდა სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ჭკვიანი საათების ფუნქციონირება. ეს არის მესამე ანტიმონოპოლიური სარჩელი Apple-ის წინააღმდეგ, რომელიც შეიტანა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა 2009 წლიდან. ევროპაში, Apple იძულებული გახდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა ციფრული ბაზრების აქტის მიღების შემდეგ, მათ შორის, დეველოპერებს საშუალება მისცეს თავიანთი iOS აპლიკაციების პოპულარიზაცია ალტერნატიულ აპლიკაციების მაღაზიებში. ავტორი: ექსპრესნიუსი, დარჩიაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა
ფოტიგა - გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
კალაძე - ეს ადამიანები აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, სადაც წესები არ არსებობს - ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი
კალაძე - გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|