2024-05-09 12:34:07, 329 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს
ისევ ის ადამიანები საუბრობენ ამ ტონალობით, ვინც რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას 8 მაისს გაკეთებულ განცხადებას. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, „გამჭვირვალობა ხელს ვერ შეუშლის ევროპულ მომავალს“. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ - გამჭვირვალობა ვერასდროს იქნება დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. პირიქით, თანხვედრაშია ეს ყველაფერი. ახლა ისევ ის ადამიანები საუბრობენ ამ ტონალობით, ვინც რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული. სულ ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ეს იყო ევროპისკენ მიმავალი გზის ჩახერგვა და უარის თქმა ევროპულ მომავალზე, თუ ჩვენ სანქციებს არ მივუერთდებოდით და მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა ქვეყანაში. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, მივერთებოდით სანქციებს, გაგვეხსნა მეორე ფრონტი, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით და რა ვითარება იქნებოდა საქარველოში. ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე", - განაცხადა კახა კალაძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|