11:56 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 00:30:04, 1330 ნახვა

კომენტარი
კობახიძე სახდეპზე - ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს, მათ შორის რას ითხოვდნენ სატელეფონო საუბრებში

ნული მტკიცებულება, არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და გვიმალავენ ჩვენ? ან რატომ გვიმალავენ, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მათი მხრიდან დამოუკიდებელ სასამართლო პროცესებში ჩარევა მოხდეს.

"ნული მტკიცებულება, არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და გვიმალავენ ჩვენ? ან რატომ გვიმალავენ. ეს ხო არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ხო, ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ. ან საზოგადოებას მაინც უთხრა. საზოგადოებას რატო უმალავენ, კაი ენჯეოების გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და უთხარი საზოგადოებას, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ესა და ეს დანაშაული. რატო არ ამბობ თუ მტკიცებულება გაქვს, აქ სად არის ლოგიკა. რა თქმა უნდა, აქ არ არის არავითარი ლოგიკა. არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში.

ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს, ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი... დღეს არ მინდა ამაზე საუბარი. შეიძლება მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში, რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად," - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტში დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები აღარ გაიმართება - შენობაში14:00 საათამდე წითელი დონე იმოქმედებს
სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია - ოთარ შამუგია
ლევან დავითაშვილი - სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, რეგიონული კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგრადობისა და საერთო განვითარებისთვის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics