05:07 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 11:41:51, 1989 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

თურქეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქეების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. 

ადგილობროვი მედიის ცნობით, 26, 28 და 31 წლის კაცები იზმირში აიყვანეს. მათ ბრალად სულ მცირე 6 საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედებათ.

გამოძიების ინრომაციით, მათ 90 ათასი თურქული ლირას ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

პოლიციის ცნობით, დამნაშავეების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. სამართალდამცავების განცხადებით, იზმირში გაქურდული 6 სახლის კარი იდენტური მეთოდით არის გახსნილი.

ჩხრეკის დროს ამოღებულია სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც ისინი კარის საკეტს ხსნიდნენ. სამივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში რჩება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics