04:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 19:51:32, 2137 ნახვა

პოლიტიკა
ლინდსი გრემი: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლური პოლიტიკის გამტარებელია

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლური პოლიტიკის გამტარებელია და ამავდროულად, ამას ახორციელებს უაღრესად გონივრულად და რაციონალურად, - ამის შესახებ “რესპუბლიკელმა” სენატორმა ლინდსი გრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხრეთ კაროლინას შტატის სენატორმა გრემმა მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. გამოითქვა სურვილი, აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის დონე შესაბამისობაში მოვიდეს იმ პოლიტიკურ ურთიერთობებთან, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს.

სენატორმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მის მტკიცე მხარდაჭერას.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ გამოწვევებს. ლინდსი გრემმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მისი განცხადებით, საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს აშშ-ის სენატის მხრიდან, რაც აქამდეც არაერთხელ იყო გამოხატული, როგორც რეზოლუციებში, ასევე - კონსოლიდირებულ აქტში საქართველოს მხარდამჭერი დებულებებით.  სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი  სახის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics