05:04 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 20:11:47, 1560 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთან სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BWZ) წარმომადგენელს, იოჰანეს დოპფელს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა დარგის განვითარებაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიერ ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელობის საკითხს და იოჰანეს დოპფელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა უწყების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში, აგრარული დარგის მსგავსად, გარემოსდაცვითი მიმართულებები მთავრობის  მიერ პრიორიტეტად განისაზღვრა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის შესახებ და ტყის კოდექსის პროექტის შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

იოჰანეს დოპფელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო გერმანიის ფედერალური რესპუბლიკისთვის საიმედო და სანდო პარტნიორია და დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. BWZ-ს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით განვითარების სწორი ხედვა აქვს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics