13:42 - 28 May, 2018
2018-05-16 12:28:54, 516 ნახვა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი აშშ-ის მოსამართლეთა და ადვოკატთა ჯგუფს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი  კახა კახიშვილი,საქართველოში ვიზიტად მყოფ  ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეებს და ადვოკატებს შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან  სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა,  ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი როლი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. 

“აშშ-ი საქართველოს, მტკიცე მხარდამჭერი და  სანდო მეგობარია. ორი ქვეყნის თანამშრომლობა ყოველწლიურად ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაყრდნობით კიდევ უფრო მეტად ვითარდება.  ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა

მინისტრმა შეხვედრაზე ამერიკელი მოსამართლეებისა და ადვოკატთა ჯგუფს ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის  და მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვის მიმართულებით.

კახა კახიშვილი სტუმრებს, პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით განვითარებულ პროგრესზეც ესაუბრა. მინიტრმა ყურადღება გაამახვილა - C ჰეპატიტის ელიმინაციის, ტუბერკულოზისა და სუიციდის პრევენციის წარმატებით განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებზე. ასევე  აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებს შორის დასახელდა. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დელეგაციის წევრების მიერ დასმულ     კითხვებს მინისტრმა და  სამინისტროს წარმომადგენელებმა ამომწურავი პასუხი გასცეს.     

„დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ჩვენ აშშ-ს მინესოტას შტატიდან ვართ და ძალიან მოგვწონს ფაქტი, რომ საქართველო ესეთი პროგრესულია.  ვხედავ თუ რამდენი რამ შეცვალეთ და გააკეთეთ,  რაც ძალიან შთამბეჭდავია. საქართველო სწრაფად მიიწევს წინ და ეს მისასალმებელია“ -აღნიშნა მინესოტას შტატის მოსამართლე იულიამ კოხმა

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ადვოკატთა და მოსამართლეთა ჯგუფმა N16 დაბალი რისკის დაწესებულებაც მოინახულა.

აშშ-ის ადვოკატთა და მოსამართლეთა ჯგუფი საქართველოს,  ევროპის უნივერსიტეტის მოწვევით, სამართლის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ეწვია. 

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ორმაგი მოქალაქეობის მიღება
აზერბაიჯანსა და სომხეთში, დღეს, პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ
კალაძე: არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics