07:52 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 11:05:52, 672 ნახვა

რეგიონი
ჯიოევი: პირველი მარტიდან დღემდე, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დავაკავეთ

„2018 წლის  პირველი მარტიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დავაკავეთ“, - ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.

ჯიოევმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზრვრის უკანონო გადაკვეთა პროვოკაციად უნდა შეფასდეს.

„ჩვენ გვქონდა სერიოზული საუბარი იმ შემთხვევაზე, როდესაც 6 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს სოფელ აძისარის (აძვისთავის) მახლობლად მდებარე ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარება სურდათ. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს დაუშვებელია, რადგან ეს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაა. ჩვენ ავუხსენით საქართველოში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომ ასეთი ქმედებები პროვოკაციად უნდა შეფასდეს“, - განაცხადა ჯიოევმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics