16:10 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 15:20:25, 1362 ნახვა

საზოგადოება
„ისწავლე და დასაქმდი“ - თბილისის მერია პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას იწყებს

თბილისის მერია პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით  იწყებს  პროფესიული გადამზადების მასშტაბურ  პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პროგრამის მიზანია სამსახურის  მაძიებელი მოქალაქეების  გადამზადება მოთხოვნად სპეციალობებში  და მათი დასაქმების ხელშეწყობა.

„ვიცით, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ადამიანების კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი არ არის მოთხოვნის შესაბამისი. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წამოვიწყოთ ეს კონკრეტული პროექტი, რათა ხელი შევუწყოთ ადამიანების გადამზადებას. ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სფეროს  15 სპეციალობაში გადავამზადებთ მსურველებს. ასაკი შეზღუდული არ არის, 18 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ამ პროექტში. მთავარია, რომ მოქალაქე  რეგისტრირებული იყოს თბილისში“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ  სასწავლო კურსებს თბილისის მერია დააფინანსებს.

„შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს. რეგისტრაცია 4 მაისამდე გაგრძელდება და მინდა  მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩაერთოს ამ პროგრამაში. რაც მთავარია, ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ ადამიანებს პროფესიულ გადამზადებაში. ეკონომიკა ვითარდება, ბაზარი იზრდება და დამკვეთის მხრიდანაც დიდია მოთხოვნა. შესაბამისად ჩვენ გვჭირდება მეტი კვალიფიციური, მეტი პროფესიონალი ადამიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 29 აპრილს მე-2 მოსმენით განიხილავენ
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics