07:25 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 12:52:20, 1448 ნახვა

საზოგადოება
ჰანი: შრომითი უფლებების ეფექტიანი სისტემის არარსებობამ, შესაძლოა, ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების დარღვევა გამოიწვიოს

„შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულების ეფექტიანი სისტემის არარსებობამ შესაძლოა, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევა გამოიწვიოს“, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის, იოჰანეს ჰანი წერილშია აღნიშნული, რომელსაც EMC ავრცელებს.

”შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის განხილვის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა აქტივისტურმა ჯგუფებმა ერთობლივი წერილით ევროკომისრებს იოჰანეს ჰანს, მარიანა ტისენის და სესილია მალმსტრომს 13 თებერვალს მიმართეს.

EMC-ს ცნობით, საპასუხო წერილი ევროკომისრებისგან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ გამოიგზავნა, სადაც აღწერილია მათი მოსაზრებები შრომის უსაფრთხოების მიღებულ კანონთან და შრომის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.

„მადლობას მოგახსენებთ თქვენი 2018 წლის 13 თებერვლის წერილისათვის, რომელიც ეხება ქართული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან შენიშვნებს პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებულ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონთან მიმართებით. ამ წერილით ასევე მსურს, წარმოვადგინო კომისრების - მალსტრომისა და ტისენის, პოზიციები.

ევროკავშირი სრულად ინფორმირებულია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც ეხება სამუშაო ადგილებზე არსებულ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, ასევე, სამუშაო პირობებსა და ზოგადად სოციალურ დაცვას. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ [მთავრობას] მოქმედებისაკენ და შეშფოთებულნი ვართ სამუშაო პირობებზე, შრომით ურთიერთობებსა და შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემის შექმნის პროცესში პროგრესის ნაკლებობის გამო.

შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულების ეფექტიანი სისტემის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით (მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) აღებული ვალდებულებების - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციებით განმტკიცებული შრომის ძირითადი სტანდარტების საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის - დარღვევა.

საქართველოში არსებული ამჟამინდელი პრაქტიკა, ისევე, როგორც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი, სრულად არ შეესაბამება საქართველოს იმ ვალდებულებებს, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის [სტანდარტებთან] სამუშაო ადგილას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და შრომის დაცვის სფეროში. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ეფექტიანი, პროპორციული და გამჭვირვალე სანქციების მოქმედებას, რომლებსაც დამსაქმებლებთან მიმართებით გააჩნია ნამდვილი და შემაკავებელი ეფექტი. ნათელი, განჭვრეტადი და აღსრულებადი წესები ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და ვაჭრობისთვის. საქართველომ ცნო ის სარგებელი, რომელიც ძირითად შრომით სტანდარტებსა და ღირსეულ სამუშაოს შესაძლოა ჰქონდეს ეკონომიკის ქმედითობაზე, ინოვაციებსა და პროდუქტიულობაზე.

ამ ფონზე, კარგად ვიაზრებთ თქვენს შეშფოთებას „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის დებულებებთან მიმართებით. ევროკავშირი მჭიდროდ დააკვირდება განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, და განაგრძობს დაჟინებით მოთხოვნას, რათა კანონმდებლობის მოქმედების ფარგლებმა შრომის ინსპექტირების ჯეროვანი სისტემის დაარსებასთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს ყველა დასაქმებულის ეფექტიანი დაცვა ზედამხედველობისა და სანქციონირების უფლებამოსილებების მქონე ორგანოთა მიერ.

ასოცირების შეთანხმების თავის - ვაჭრობა და მდგრადი განვითარება, დებულებების შესაბამისად დაარსებული სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურები (როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს მხარეს არსებული ადგილობრივი საკონსულტაციო ჯგუფები), წარმოადგენს მნიშვნელოვან გამტარს, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, ევროკავშირთან და საქართველოს ხელისუფლებასთან წამოჭრას ნებისმიერი პრობლემა, რომელიც უკავშირდება როგორც შრომით უფლებებს, ასევე ვაჭრობის კონტექსტში რელევანტურ გარემოსდაცვით საკითხებს. მოგიწოდებთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული სტრუქტურებითა და მათ ფარგლებში ხელმისაწვდომი შესაძლებლობებით.

ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სათანადო სისტემის დაარსებისა და საქართველოში უკეთესი სამუშაო პირობების ჩამოყალიბების მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, საქართველო, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად შრომის დაცვის მაღალი სტანდარტებისკენ გააგრძელებს სწრაფვას“, - ნათქვამია ევროკომისარ იოჰანეს ჰანის საპასუხო წერილში.

 

წერილის დედანი ინგლისურ ენაზე

სალომე უბირია




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics