05:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 14:06:00, 1733 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, წეროვანში, არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.

ივანიშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ყოფილ პრემიერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს გადმოეცა. ცხედარი თავდაპირველად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შემდეგ, ტატუნაშვილი წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი 20 მარტამდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics