16:18 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 11:19:10, 1388 ნახვა

საზოგადოება
უვიზო მიმოსვლის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრები უმაღლეს სასწავლებლებსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაიმართა

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. 

19-23 მარტს, კამპანიის ფარგლებში შეხვედრები დედაქალაქშიც მიმდინარეობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები,  ასევე ექსპერტები თბილისის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს შეხვდნენ. 

შეხვედრები გაიმართა 5 უნივერსიტეტში: საქართველოს ტექნიკურ, სოხუმის სახელმწიფო, აღმოსავლეთ ევროპის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტებში. შეხვედრებს 230-მდე სტუდენტი დაესწრო.

კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის პარალელურად შეხვედრები რეგიონებში გაგრძელდა.  მიმდინარე კვირაში შეხვედრები გაიმართა სამეგრელოში, აჭარაში, გურიასა და ქვემო ქართლში, მათ შორის ზუგდიდში, წალენჯიხაში, სენაკში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ქობულეთში, ახალციხეში, გარდაბანში, რუსთავში, ბოლნისსა და მარნეულში, ასევე ახალციხეში. აღნიშნულ რეგიონებში საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების  წარმომადგენლებმა 15 შეხვედრა გამართეს და 830-მდე ადამიანს შეხვდნენ. 

კამპანიის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში  უვიზოდ მიმოსვლის წესებს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რომელიც უკავშირდება როგორც წესების დარღვევას, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებას. საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რასაც სახელმწიფო უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის პრევენციისთვის გეგმავს.

საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics