16:55 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 16:40:50, 1662 ნახვა

საზოგადოება
მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამატებით განმარტებას აკეთებს

თბილისის მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩენილ დამატებით შეკითხვებს ეხმაურება. 

მერია განმარტავს, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან, პარკირების სისტემის რეგულირებას უწყვეტ რეჟიმში თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

"2018 წლის 10 აპრილამდე, პარკირების საფასურის გადახდა "სითი პარკის" ანგარიშზე, ჩვეულ რეჟიმში მოხდება. გადახდილი საფასური 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშში აისახება და მოქალაქეებს თანხის ხელმეორედ გადახდა არ მოუწევთ. 2018 წლის 10 აპრილის შემდგომ პარკირების საფასურის გადახდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე მოხდება, რის შესახებაც მოქალაქეებს წინასწარ ეცნობებათ. 2018 წლის 10 აპრილამდე სამართალდარღვევებზე, ჯარიმას კვლავ "სითი პარკი" გამოწერს, რომლის გადახდაც სავალდებულო იქნება და განხორციელდება საჯარიმო ქვითარზე მითითებულ ანგარიშზე. 10 აპრილიდან დაჯარიმებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება 10 აპრილამდე კომპანია "სითი პარკის" მეშვეობით განხორციელდება, 10 აპრილიდან კი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-დან 150 ლარამდე გაიზრდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება. პარკირების წესების დარღვევის გამო ევაკუირებული ავტომანქანა 10 აპრილამდე დარჩენილ პერიოდში, კომპანია "სითი პარკის" მიერ აქამდე დაგეგმილ ლოკაციებზე იქნება გადაყვანილი, ხოლო 10 აპრილის შემდეგ, ევაკუაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია წინასწარ გაცხადებულ ლოკაციებზე განახორციელებს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა პარკირების საფასურის ან საჯარიმო სანქციების ოდენობის ცვლილებას არ იწვევს. შესაბამისად, პარკირების საფასურის გადახდა იმავე პრინციპითა და ოდენობით განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა", - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics