08:05 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 20:43:13, 1596 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: ეს კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის სიძლიერეს და დამოუკიდებლობას მიაყენებს დარტყმას

„ამ კანონის მიღება იქნება იმ უზარმაზარი კონსენსუსის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც არსებობს მედიაში", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონის მიღება ბიუჯეტის კორუფციულად ხარჯვის შესაძლებლობას ხელს შეუწყობს.

„ამ კანონის მიღება არ იქნება მხოლოდ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა. ეს იქნება იმ უზარმაზარი კონსენსუსის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც არსებობს მედიაში და სამოქალაქო საზოგადოებაში, და ეს იქნება იმ ცვლილებების მიღება, რომელიც ძლიერ დარტყმას მიაყენებს მედიაპლურალიზმს საქართველოში, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიძლიერეს და დამოუკიდებლობას მიაყენებს დარტყმას და, ასევე ხელს გაუხსნის ბიუჯეტის კორუფციულად ხარჯვის შესაძლებლობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics