04:17 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 14:42:50, 1632 ნახვა

კომენტარი
რებეკა ჰარმსი: აუცილებელი არაა ჩაბუქის გაწირვა იმისთვის, რომ საქართველოს თურქეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მიიჩნევს, რომ „დემირელის“ კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში არ უნდა განხორციელდეს.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველომ ამ სიტუაციაში საკუთარ რეპუტაციაზეც უნდა იზრუნოს.

"ის მასწავლებელია და არა ტერორისტი. საქართველოში ძალიან რთულ პერიოდში - რუსეთთან ომის შემდეგ, ჩამოვიდა. ასწავლიდა "დემირელის" სკოლაში. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა და ვფიქრობ, ბევრი მიზეზია იმისა, რომ არ მოხდეს მისი ექსტრადირება. გასაგებია, რომ საქართველოს და თურქეთს დიდი ხნის პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს, მაგრამ არ არის აუცილებელი მუსტაფას გაწირვა იმისათვის, რომ საქართველოს თურქეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეს. საქართველომ არ უნდა დააზარალოს თავისი რეპუტაცია და არ უნდა მოხდეს ჩაბუქის ექსტრადიცია", - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა დღეს გლდანის ციხეში მუსტაფა ემრე ჩაბუქი მის ადვოკატთან ერთად მოინახულა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics