06:50 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 11:45:43, 1336 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: ჩვენს ქვეყანაში, სადაც 70% მთაა, ამ სიკეთით სარგებლობა ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელს ხდომაზე სოფლებში მინი საბაგიროების დამონტაჟების საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ინიციატივას მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან პოზიტიური  გამოხმაურება მოჰყვა. მისივე თქმით, არც ერთ გამოხმაურებას უყურადღებოდ არ დატოვებენ:

„მინდა, გამოვეხმაურო იმ ჩართულობას, სულისკვეთებას და ძალიან პოზიტიურ აღქმას ჩვენი მსოახლეობის მხრივ ინიციატივაზე, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიამ დანერგა მინი საბაგიროების კუთხით და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სოფლებში დავიწყეთ მინი საბაგიროების დამონტაჟება, რათა ყველა ბავშვმა საქართველოში, რომელიც მთის რეგიონებში ცხოვრობს, ისარგებლოს არა მხოლოდ ცნობილი ზამთრის კურორტებით, რომელიც გვაქვს საქართველოში, არამედ მათივე სოფელში შესაძლებელი იყოს, რომ ისინი დაკავდნენ ზამთრის სპორტის სახეობებით და არ მოუწიოთ თხილამურებით საკუთარი ძალისხმევით ასვლა იმ ციცაბო ტრასებზე, რომელიც მათ სოფლებში არსებობს. ჩვენ უკვე რამდენიმე სოფელში, სვანეთში დავამონტაჟეთ მინი საბაგიროები და ვაგრძელებთ ამ ინიციატივას, მივიღეთ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მთელი საქართველოს მასშტაბით და მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ასეთ გამოხმაურებას უყურადღებოდ  არ დავტოვებთ. მომავალ წელს, უკვე ჯავახეთში და ხევსურეთში, დაბა ბარისახოში დავამონტაჟებთ ასეთ საბაგიროებს და ეს გაგრძელდება. ჩვენ ქვეყანაში,სადაც 70% არის მთა ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს, მიუხედავად მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისა, ისარგებლონ ამ სიკეთით.",- განაცხადა პრემიერმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics