2018-02-15 11:35:17, 3472 ნახვა
სამართალი
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს გამოიძიებს
საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს, არასათანადო მოპყრობისა და გადაცდომების ფაქტებს გამოიძიებს. ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ვალდებულება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული: "კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ეს ვალდებულება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრო შემოდის ამ ინიციატივით, იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს საგამოძიებოდ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითავლისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკდიებლობას და ამის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათავლისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომელიც წამყვან დემოკრატიული ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვამტკიცოთ ნდობა ჩვენს სამართალდამცავების მიმართ და ამ კუთხით მოგეხსენებათ,რომ შსს-ში ძალიან მნიშვვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები პროკურატურაში. მოგეხსენებათ,რომ მესამე ნაკადის რეფორმა, ასევე სასამრთლო სისტემაში მიმდინარეობს და ვფიქრობ,რ ომ ეს მექანიზმი იქნება კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღელბას სამართალდამცავი უწყებების მიამრთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამართალდამცავებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება, რომ ისინი იქნებიან წახალისებულნი,როდესაც კანონიერად იმოქმედებენ და იქნება მექნიზმი, რომელიც განიხილავს მათ მიერ შესაძლო გადაცდომებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა. ავტორი: , „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 29 აპრილს მე-2 მოსმენით განიხილავენ
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|