16:19 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 11:03:28, 1555 ნახვა

ეკონომიკა
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის შესახებ შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო  „Holiday Inn”-ში   მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის შესახებ იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა  შეხვედრის მონაწილეებს ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების  მართვის არსებულ პრაქტიკაზე,  მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კანონმდებლობაზე,  დაფინანსების მექანიზმებზე,  სქემებსა და მონიტორინგის უზრუნველყოფის სისტემაზე ესაუბრა.  შეხვედრის მონაწილეებს ასევე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ მიმართა. 

ნარჩენების მართვის კოდექსი 2014 წელს იქნა მიღებული და  ახალ ვალდებულებებს აკისრებს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“   პრინციპის დანერგვა საქართველოში.  კოდექსის თანახმად, ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, 2019 წლის დეკემბრიდან ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი  სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა/განთავსება.

პრინციპი სრულიად ახალია საქართველოსთვის. მისი დანერგვა მოითხოვს არა მარტო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, არამედ ცნობიერების ამაღლებას და შესაძლებლობების გაძლიერებას სახელწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში.

პროექტი ინიცირებულია  გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ,  შვედეთის მთავრობისა და  ორგანიზაცია „Georgia’s Environmental Outlook” – GEO-ს  ხელშეწყობით.

შეხვედრას  საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმართველობების, ბიზნესკომპანიების,  ასოციაციებისა და სავაჭრო პალატების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი პროექტების  70-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics