13:25 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-20 15:42:12, 2375 ნახვა

სამართალი
პროკურორი - რესტორანში სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე მეორე დანაა ამოღებული, თუმცა მასზე სისხლის კვალი არ აღინიშნება

პროკურორის ნიკოლოზ ნინიძის ინფორმაციით, რესტორან ”აღაში” დაჭრის საქმის გამოძიების ფარგლებში, მეორე დანაა ამოღებული, თუმცა მასზე სისხლის კვალი არ აღინიშნება.

პროკურორის თქმით, არსებობს რამდენიმე პირდაპირი ჩვენება, რომელიც საბა სამუშიას დანაშაულში ამხელს.

"ამოღებული არის ასევე მეორე დანა, რომელიც არის რესტორნის საკუთრება, ანუ სუფრის დანა, რომელზეც არანაირი სისხლის კვალი არ არის. ეს არის დანა, რომელიც რესტორანთანვე ეგდო და ერთ-ერთი პიროვნების მიერ იქნა აღებული. ის აპირებდა საბა სამუშიას გაკიდებოდა, მეგობრების დაჭრის გამო. მან თქვა, რომ შემდგომში ეს დედა რესტორანთან დავაგდეო. რაც შეეხება მეორე დანას, რომლითაც საბა სამუშიამ ჭრილობები მიაყენა, ეს დანა არის სისხლიანი. ამ ეტაპზე არის რამდენიმე ადამიანის პირდაპირი ჩვენება, რომელიც ამხელს საბა სამუშიას დანაშაულის. ასევე არის დამკავებელი პატრულის ჩვენებაც", - განაცხადა ნიკოლოზ ნინიძემ.

ცნობისთვის, საბა სამუშიას ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი. ესენია: 117 მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს), 118 მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც 3დან 5-წლამდე პატიმრობით ისჯება) და 239 მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება). მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს, გმიერთა მოედანზე მდებარე რესტორან "აღაში" ურთიერთშელაპარაკების დროს 3 პირი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ანსამბლის მომღერალია, რომელიც იმ ღამეს რესტორანში მღეროდა. მანამდე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინაროებდა, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics