23:21 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 13:06:38, 341 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვუერთდებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას, არა რუსულ კანონს! - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსენით განხილვისთვისაც ემზადებიან.

პარტიები „ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასაც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ აქციის მიზანი ქართველი ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა.

ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ საჯარო მოხელეებს, ხელისუფლების მითითებებს არ დაემორჩილონ.

„ვაფასებთ სამოქალაქო სექტორის პოზიციას ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარისა და რუსული კანონის გახმობამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ.

29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი შეკრება, რომელზეც საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თბილისში ჩამოიყვანენ, არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა, რუსული ხელისუფლების მიერ მათი გამოყენება ჩვენი საერთო ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცხადი პროვოკაცია იმ გულწრფელი და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელთა უწყვეტმა პროტესტმა უკვე ათი დღეა მოიცვა დედაქალაქის ქუჩები.

მივმართავთ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს. ჩვენ კარგად გვესმის პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც „ქართული ოცნება“ თქვენს წინააღმდეგ იყენებს. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ერთადერთი სწორი არჩევანი - არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების მითითებას და ნუ გახდებით ივანიშვილის ფარი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია, დაყოს და დააპირისპიროს ქართველი ხალხი, შექმნას ყალბი სურათი, თითქოს რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს განსხვავებული პოზიციის მქონე ორი ბანაკი. ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების მთლიანობის მნიშვნელობა და არასოდეს დავუშვებთ კრემლის საოცნებო სცენარს ჩვენი ხალხის დაყოფისა და დაპირისპირების შესახებ. 

ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის, როცა ყველამ ერთად, მტკიცედ უნდა განვაცხადოთ კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!"- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი", „გირჩი მეტი-თავისუფლება", „დროა", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „რესპუბლიკური პარტია", „სტრატეგია აღმაშენებელი".




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ე.წ უცხო ქვეყნის აგენტებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა
ომი უკრაინაში და სავაჭრო დაძაბულობა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების ცენტრშია
აფხაზეთი შეიძლება გახდეს კომპრომისის საგანი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის - ახრა ბჟანია
მილიარდელმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics