07:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 15:55:45, 2288 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

ბელარუსის პოლიციამ მინსკის აეროპორტში, ორი ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი დააკავა. 

ინფორმაციას ბელარუსის შსს–ს პრესსამსახური ავრცელებს.

„ ბელარუსის, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მინსკის ნაციონალურ აეროპორტში 17–18 იანვარს,  საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.   გელა ქარდავა და სულიკო შარიქაძე ე.წ „კანონიერი ქურდები“ არიან“,– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 43 წლის გელა ქარდავამ სამართალდამცველებს რუსული პასპორტი გადასცა, რომელშიც სხვა სახელი და გვარი იყო მითითებული.

„ოპერაციის დროს, დაკავებულმა  კრიმინალურ სამყაროსთან თავისი კავშირი დაადასტურა და აღნიშნა რომ რუსეთიდან ბელარუსში 16 იანვარს ჩავიდა. შემდეგ კი სტამბოლში გეგმავდა გაფრენას“,– ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ქარდავამ ე.წ „კანონიერი ქურდის“ სახელი 22 წლის ასაკში მიიღო და წლების განმავლობაში არაერთი უკანონო ქმედება ჩაიდინა თავის უმცროს ძმა გიზო ქარდავასთან ერთად, რომელიც ასევე კრიმინალური ავტორიტეტია.

„დაკავებული სულიკო შარიქაზე, რომელიც 1973 წელს არის დაბადებული. არაკანონიერად იმყოფებოდა ბელარუსიის ტერიტორიაზე. ქვეყანასი ის ავტომანქანით, რუსეთიდან, დაახლოებით 7 დეკემბერს შემოვიდა. სადაც იარაღის უკანონო შენახვა–ტარებისთვის იხდიდა სასჯელს “, – ნათქვამია განცხადებაში.

ორივე ბრალდებული პატიმრობაში იმყოფება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics